Shell-ი ევროპაში „მწვანე წყალბადის“ მწარმოებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს

კომპანიებმა Shell Nederland B. V. და Shell Overseas Investments B. V. მიიღეს გადაწყვეტილება, ააშენონ ევროპაში უდიდესი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე წყალბადის მწარმოებელი ქარხანა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Shell ავრცელებს.

„კომპანია Shell-სი შვილობილმა კომპანიებმა Shell Nederland B. V. და Shell Overseas Investments B. V., მიიღეს საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება, ააშენონ ქარხანა Holland Hydrogen I, რომელიც 2025 წელს მისი გახსნის მომენტისთვის გახდება ევროპის ტერიტორიაზე უმსხვილესი წყალაბდის მწარმოებელი ქარხანა“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც კომპანიის საიტზე ვრცელდება.

მასში აღნიშნულია, რომ ქარხანაში, რომელიც როტერდამთან ახლოს აშენდება, იმუშავებს 200 მვტ სიმძლავრის ელექტროლიზერი. გეგმის თანახმად, ის შეძლებს დღიურად 60 ტონა წყალბადის წარმოებას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროლიზერი იმუშავებს ზღვის ქარის სადგურებიდან მიღებულ ენერგიაზე. თავად წყალაბდის მიწოდება კი მოხდება მილსადენით საწარმოში Shell Energy and Chemicals Park Rotterdam, სადაც ის ჩაანაცვლებს ე.წ. რუხ წყალბადს (რომელიც მიიღება საწვავზე მომუშავე დანადგარების საშუალებით), რომელიც გამოიყენება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

კოკა კვირკველია