ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახეობის 375 289 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 67 871 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 307 418 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი ამოიღეს, რომლებიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა.

„ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 15 ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 გამოვლენილია შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - იმერეთის, 1 - გურიის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევის მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.