Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.9100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.9100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9130 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9038 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9625 ლარია.