წყალტუბოს სანატორიუმები იყიდება

წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს.

კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ აუქციონების შესახებ ინფორმაცია - https://bit.ly/3Rrzyym