რა ღირს სანატორიუმები, რომლის გაყიდვასაც მთავრობა ,,წყალტუბოს ახალი სიცოცხლისთვის“ 4 აგვისტომდე გეგმავს

მთავრობა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 14 სანატორიუმის გასხვისებას გეგმავს, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.

5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს უკვე გამოიტანა და პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს სანატორიუმები, რომლის კერძო სექტორზე გასხვისებასაც სახელმწიფო გეგმავს:

,,უშიშროება" - ლოტი მოიცავს 250768.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N26 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 8.4 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 25.41 მლნ ლარი

,,მედეა" - ლოტი მოიცავს, 76621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ N1-N17 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.82 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;

,,მეგობრობა" - ლოტი მოიცავს, 104176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-21 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.23 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 15.69 მლნ ლარი;

,,თბილისი" - ლოტი მოიცავს, 28399.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 3.14 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;

,,იმერეთი" - ლოტი მოიცავს, 41150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 9.37 მლნ ლარი;

,,რკინიგზელი" - ლოტი მოიცავს, 33000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.09 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.27 მლნ ლარი;

,,სასტუმრო წყალტუბო" - ლოტი მოიცავს, 50062.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N11 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.9 მლნ-ია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 8.96 მლნ ლარი;

,,აია" - ლოტი მოიცავს, 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N13 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.8 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 8.4 მლნ ლარი;

,,სანატორიუმი წყალტუბო" - სანატორიუმი მოიცავს 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N13 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება კი, 2.8 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი 7.8 მლნ ლარი.

,,ფინალი" - ლოტი მოიცავს 38224.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N5 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.1 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.53 მლნ ლარი;

,,სავანე" - ლოტი მოიცავს, 15091.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N5 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულა 2.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.37 მლნ ლარი.

,,სამგურალი" - ლოტი მოიცავს 18681.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1 და N2 შენობა-ნაგებობებს. ღირებულება, 2.04 მლნ ლარია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.13 მლნ ლარი.

,,გელათი" - ლოტი მოიცავს, 22057.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1 და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 1.96 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 5.9 მლნ ლარი;

,,გეოლოგი" - ლოტი მოიცავს, 18586.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 1.42 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 4.26 მლნ ლარი.

შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს ე.წ. აღორძინება 2019 წელს დააანონსა.

თამარ მუკბანიანი