რა ღირს რიყის საჰაერო ბურთით გასეირნება

ზაფხულის სეზონზე რიყის საჰაერო ბურთით ფრენის მსურველთა რიცხვი იზრდება. თუმცა ბურთით გასეირნება მსურველებს არც ისე იაფი უჯდებათ.

საჰაერო ბურთით გასეირნების ღირებულება 3-14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის 30 ლარია, ამავე ასაკის უცხოეთის მოქალაქეებისთვის კი 40 ლარი. სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო ბუშტით გასეირნება 40 ლარი ღირს, ხოლო უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის - 55 ლარი.

შშმ პირებისთვის აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 25 ლარი ღირს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ურიგოდ გასვლას მოისურვებთ, 100 ლარის გადახდა მოგიწევთ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ ბილეთით იძენთ ერთჯერადი აფრენის უფლებას დილის 9:00-დან ღამის 3:00 საათამდე და მისით სარგებლობა შეძენიდან 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. აფრენა ხდება 20 წუთში ერთხელ და ის არ ხდება ქარიან ამინდში. ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთს შეადგენს.

ცნობისათვის, თბილისის ცენტრში, რიყის პარკში საჰაერო ბუშტი Air Balloon Tbilisi 2020 წლის 1-ელ აგვისტოს გამოჩნდა, რომელიც მსურველებს თბილისის ხედებით ტკბობას 150 მეტრი სიმაღლიდან სთავაზობს.

ეკა დარჩიაშვილი