ცნობილი ადამიანები, რომლებმაც გარეგნობის შესაცვლელად მილიონები დახარჯეს

ფულს ხშირად განიხილავენ, როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაადვილების საშუალებას. თუ საკმარისი რაოდენობის ფულს გამოიმუშავებთ, უამრავი შესაძლებლობები გაგეხსნებათ, მათ შორის, არის გარეგნობის რადიკალური ცვლილება, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში კრახითაც კი სრულდება.

მაგალითად, ზოგიერთმა ცნობილმა სახემ საკუთარი ნაკვთების გაუმჯობესებისთვის მილიონებიც კი დახარჯა, თუმცა ზღვარგადასულმა ოპერაციებმა უკუშედეგი გამოიღო. მიუხედავად ყველაფრისა პლასტიკური ქირურგია ყოველთვის მაღალ დონეზე დგას. სხეულის მოდიფიცირების პრაქტიკა უკვე აღარ არის ფენომენი.

წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც გარენობის შესაცვლელად მილიონები დახარჯეს.

hgkmfrtlyrft-1657286663.jpg

დოლი პარტონი - 2 მილიონი დოლარი

76 წლის ქანთრი მუსიკის მომღერალს დოლი პარტონს საკუთარი ლეიბლი Dolly Records აქვს. მუსიკალური კარიერის მიღმა, მან დაახლოებით რვა ფილმში ითამაშა, მათ შორის 1984 წლის მუსიკალური კომედია Rhinestone-ში, სადაც მთავარი როლი სილვესტერ სტალონემ შეასრულა. Suggest-ის თანახმად, პარტონმა პლასტიკურ ქირურგიაში: მკერდის იმპლანტანტებში, ლიპოსაქციასა, შემავსებლებში და ბოტოქსებში 2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

edhyuerjieri-1657286679.jpg

ჯოსელინ უილდენშტეინი - 6,7 მილიონი დოლარი

ჯოსელინი ცნობილია თავისი გახმაურებული განქორწინებით მილიარდერ ხელოვნების დილერთან, ალეკ ვილდენშტეინთან, რა დროსაც მას ქმრისგან 2,5 მილიარდი დოლარი ერგო. The Mirror-ის ინფორმაციით, მან პლასტიკური ოპერაციებისთვის 6,7 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და 81 წლის ასაკშიც არ გეგმავს შეჩერებას.

dwastgwsyhqw-1657286699.jpg

ჯანეტ ჯექსონი - 6 000-დან 12 000 დოლარამდე

საიდუმლო არ არის, რომ პოპის გარდაცვლილმა მეფემ, მაიკლ ჯექსონმა უამრავი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა. თუმცა, ის არ იყო ერთადერთი ოჯახში, რომელიც პროცედურებით იყო დაინტერესებული. ჯანეტ ჯექსონმა მედიასთან მხოლოდ ის აღიარა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რომლის ფასიც 6000-დან 12000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა არაოფიციალურად არსებობს უამრავი დასკვნა, რომ ჯანეტ ჯექსონს ბევრი პროცედურა აქვს ჩატარებული.

gdeujhreii9e-1657286714.jpg

სერ ტომ ჯონსი - 46,000 დოლარი

სერ ტომ ჯონსი არის გართობის ინდუსტრიის საყრდენი 1960-იანი წლებიდან. მან გაყიდა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი და იმდენად ცნობილია, რომ 2005 წელს დედოფალმა ელიზაბეტ II-მ რაინდის წოდებაც კი მიანიჭა. მან დაწერა 1965 წლის ჯეიმს ბონდის ფილმის "Tunderball"-ის თემატური სიმღერა.

Daily Mail-ის ცნობით, უელსის მოქალაქე ფლობს 300 მილიონ დოლარს, საიდანაც თვალის აწევის, ცხვირის ოპერაციის, ბოტოქსისა და კბილების დაფერვისთვის 46,000 დოლარი დახარჯა.

fdxhndfji-1657286727.jpg

კეიტლინ ჯენერი - 5 მილიონი დოლარი

კეიტლინ ჯენერმა, ადრე ცნობილი როგორც უილიამ ბრიუს ჯენერი, სქესის შეცვლის ოპერაციაც კი გაიკეთა. ზოგადად, ნაკლებად ცნობილია ასეთი მასშტაბური ცვლილება პლასტიკური მედიცინის ისტორიაში. OK Magazine-ის თანახმად, კეიტლინმა ოპერაციებში 5 მილიონი დოლარი დახარჯა. ჩამონათვალში შედის: სახის ლიფტინი, ცხვირის მრავალჯერადი ოპერაციები, მკერდის პროცედურები, წარბების აწევა, ვენების მოცილება, კისრის აწევა, თვალების აწევა და ლაზერული პროცედურები.

gderfor7ejtws-1657286749.jpg

კრის ჯენერი - 1 მილიონი დოლარი

კარდაშიანთა მთელი ოჯახი ცნობილია თავისი სილამაზით. კრის ჯენერი ამჟამად 140 მილიონი დოლარის წმინდა ქონებას ფლობს. გავრცელებული ინფორმაციით, პლასტიკურ ქირურგიაზე მან 1 მილიონი დოლარი დახარჯა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი