ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სიტუაციას ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი ამძიმებს. მან მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული, მდგომარეობა შეუმსუბუქონ.  "მთელი მთავრობა მობილიზებულია. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და შოუების საკეთებელ თემად გადაიქცა. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტუაცია ძალიან მალე გამოვასწოროთ. მოვისმინე "საქართველოს ბანკის" ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.