მილიარდერები, რომლებსაც ყველაზე მეტი შვილი ჰყავთ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში, 51 წლის ბიზნესმენ ილონ მასკს, ფარულად შეეძინა ტყუპები შივონ ზილისთან, მასკის მიერ დაფუძნებული Neuralink-ის მთავარ აღმასრულებელთან. ერთი თვის შემდეგ კი აწ უკვე ყოფილ მეგობარ გოგოსთან, გრაიმსთან მას ქალიშვილი ეყოლა. ტყუპების დედა მასკთან Tesla-შიც მუშაობდა, მოგვიანებით კი ის Neuralink-ის გუნდს შეუერთდა.

შესაბამისად, ამიერიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც 200 მილიარდ დოლარზე მეტია, ჰყავს ცხრა შვილი სამი ქალისგან.

„მე ვგეგმავ მნიშვნელოვნად გავზარდო ბავშვზე ზრუნვის შეღავათები ჩემს კომპანიებში“, - დაწერა მან "ტვიტერზე". ბისზნესმენმა განმარტა, რომ მასკის ფონდი გეგმავს უშუალოდ შემოწირულობას ოჯახებისთვის, ამ ინფორმაციის დეტალები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თუმცა, როგორც გაირკვა, მასკი ერთადერთი მილიარდერი არ არის, ვისაც 9-ზე მეტი რაოდენობის შვილი ჰყავს. აღმოჩნდა, რომ 22 ამერიკელ მილიარდერს 7 ან მეტი შვილი ჰყავს. მათ შორის არიან კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი და ნიუ-იორკ მეტსის მფლობელი სტივ კოენი.

ყველაზე მეტი შვილის მქონე მილიარდერი - არის ომანელი სუჰაილ ბაჰვანი. მას 15 შვილი ჰყავს.

ფარის უილკსი - ნავთობის ინდუსტრიის ტიტანი

11 შვილი

c6zr7bbvoaebvrv-1657541845.jpg

დევიდ დაფილდი - პროგრამული კომპანიების Workday-ისა და PeopleSoft-ის დამფუძნებელი

10 შვილი

img-6116cropped-1657541900.jpg

დაფილდს და მის მეუღლეს, ჩერილს 10 შვილი (მათგან ხუთი იშვილეს) და 7 შვილიშვილი ჰყავთ.

ჯერი მოიესი

10 შვილი

best-family-1657542240.jpg

მოიესმა 1966 წელს მამასთან ერთად დააარსა კომპანია Swift Transportation - ერთი სატვირთო მანქანით, ბამბის და იმპორტირებული ფოლადის გადაადგილებით არიზონასა და კალიფორნიას შორის.

ნელსონ პელცი

10 შვილი

gallery-1463505200-gettyimages-106198936-1657542408.jpg

საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელს და აქტივისტ ინვესტორს ჰყავს 10 შვილი სამი ქორწინებიდან. ამჟამად ის დაქორწინებულია ყოფილ მოდელ კლაუდია ჰეფნერზე.

რიჩარდ შულზე

10 შვილი

best-buy-richard-schulze-1657542535.jpg

ფრედ სმიტი

10 შვილი

67e8f498-47ca-43cf-bb62-f7b9cb11d873-1657542639.jpg

FedEx-ის დამფუძნებელს ორი ქორწინებიდან 10 შვილი ჰყავს. მისი ვაჟი, რიჩარდი, FedEx-ის ექსპრესის განყოფილების ხელმძღვანელად ამ წლის ბოლოს დაინიშნება.

ილონ მასკი

9 შვილი

b86cb910-a645-11ec-beff-8d0d6c9726d4-1657542671.png

მასკს ცხრა შვილი ჰყავს. ექვსი შვილი მას კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონთან შეეძინა, რომელთანაც ის იყო დაქორწინებული 2000 წლიდან 2008 წლამდე. მასკს ასევე ჰყავს ორი შვილი მუსიკოს გრაიმსთან. მას ასევე შეეძინა ტყუპები 2021 წლის ნოემბერში Tesla-ს ერთ დროს კოლეგასთან შივონ ზილისთან, რომელიც ამჟამად მასკის მიერ დაარსებულ Neuralink-ში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს.

წყარო: Forbes

ეკა დარჩიაშვილი