Nike-მა ახალი რეკლამა ქალ ფეხბურთელებს მიუძღვნა

სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა, Nike-მა გაბედული რეკლამა გადაიღო, რომლის კონტენტად გამოყენებულია „უეფას“ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში.

სარეკლამო კამპანიის სახელწოდებაა, „Never Settle, Never Done“ რაც ინგლისურიდან თავისუფალ თარგმანში ნიშნავს, „არასდროს დაწიო თამასა. მიღწეულზე არასდროს გაჩერდე“.

კომპანია W+K London-ის კრეატიულ რგოლში ისეთი სპორტსმენები გადაიღეს, როგორიც არის ინგლისის ქალთა საფეხბურთო გუნდის კაპიტანი, ლეა უილიამსონი, ფრანგი ფეხბურთელი, მარი ანტუანეტ კატოტო, ესპანელი ფეხბურთელი, ალექსია პუტელასი და სხვები.

რეკლამა მოწოდებით, „მიღწეულზე არასდროს გაჩერდე", როგორც შემდგარი, ისე ახალბედა ქალი ფეხბურთელებისადმი არის მიმართული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ