5 რამ, რაც გურიას კიდევ უფრო გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს

საქართველო ტურისტულად საინტერესო მიმართულებაა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნების გამო. ქვეყნის ყოველ მხარეს თავისი სახასიათო ბუნება და უპირატესობები აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა გურია, რომელსაც უძველესი ისტორია და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნება აქვს.

გრილი ტყეებით, ნაბეღლავის მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, კულტურული ძეგლებითა თუ ქვიშიანი სანაპიროთი გურია სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანისთვის არის მიმზიდველი დასასვენებლად. ეს არის ადგილი, სადაც ზღვის ქვიშიანი სანაპიროდან სულ რამდენიმე საათში მაღალ მთებში, ღრუბლებს მაღლა შეიძლება აღმოჩნდეთ.

თუ გურიას ჯერ კიდევ არ იცნობთ კარგად, წარმოგიდგენთ 5 მთავარ მიზეზს, რომლებიც ამ საოცარ კუთხეს შეგაყვარებთ და იქ სტუმრობას მოგანდომებთ.

შეკვეთილი

293215789-650876189701940-1579802953169818828-n-1657779834.jpg

ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი - ეს შეკვეთილია. კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. შეკვეთილის მაგნიტური ქვიშა არაერთი დაავადების საპრევენციო საშუალებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ფიჭვნარის კორომს, რომლითაც შეკვეთილი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავდება, ის გასული საუკუნის 50-იან წლებში გაშენდა. ეს გახლავთ ბიჭვინთის ფიჭვი, რომლის ტყეც შესანიშნავ გარემოს ქმნის სიმწვანეში დასვენების მსურველებისთვის. ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილური, სურნელოვანი და სუფთაა, მდიდარია ოზონით. ოზონის მიღებისას კი ადამიანი სიძლიერესა და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადება აწუხებს. სწორედ ქვიშიანი სანაპირო და ფიჭვნარი აქცევს შეკვეთილს უნიკალურ ზღვისპირა კურორტად.

შეკვეთილში მდებარეობს მინიატურების პარკიც, რომელშიც საქართველოს 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურაა წარმოდგენილი. მინიატურების პარკი გურიის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.

პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი FIDELIO

291395237-345925597545904-1134676919611767254-n-1657779878.png

FIDELIO შეკვეთილში პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი 22 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება. აპარტამენტის მინიმალური ფართი 30.7 კვადრატიდან იწყება. გარდა ამისა FIDELIO აერთიანებს ღია საცურაო აუზს, მოსასვენებელ სივრცეს, ბავშვთა გასართობ ტერიტორიას, იზოლირებულ სივრცეს ოთხფეხა მეგობრებისთვის და დამატებით რეკრეაციულ ზონას. პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ზღვასთან ახლოს, ტყის კორომში. კომპლექსი სანაპიროდან 150 მეტრის მოშორებითაა.

FIDELIO-ში შეგიძლიათ შეიძინოთ აპარტამენტი, რომელშიც სასურველ დროს თავადაც დაისვენებთ, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში საინვესტიციოდ გამოიყენებთ. ენერგოეფექტური აპარტამენტები ჩაგბარდებათ ავეჯითა და ტექნიკით კეთილმოწყობილი. რემონტი მოიცავს ევროპული სტანდარტის მშენებლობასა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას. აპარტამენტები აღჭურვილი იქნება შემდეგი საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივარი, სარეცხი მანქანა, ელექტრო ღუმელი, კონდიციონერი, გამწოვი, ტელევიზორი. რაც შეეხება ავეჯს, აპარტამენტში დაგხვდებათ: საწოლი, სათავსო-კარადა, სასადილო მაგიდა, მოსასვენებელი სკამები, რბილი ავეჯი.

აპარტამენტები მფლობელებს 2022 წლის შემოდგომაზე ბარდებათ. პირველი დამსვენებლების მიღებაც ამავე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

FIDELIO შეკვეთილში მდებარე სხვა ღირშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს და ეს მას დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო სასურველ საცხოვრებელ კომპლექსად აქცევს.

ბახმარო და გომის მთა

263498433-1297242107379528-5892913673109410132-n-1657780024.jpg

ბახმაროში ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა უნიკალურ გარემოს ქმნის. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. ბახმაროში ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია.

კურორტზე არის მთა გადრეკილი, რომელიც დამსვენებლებში ცნობილია „მზის ამოსვლის გორის“ სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კილომეტრშია. საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან მთაზე. მართლაც საოცარი სანახავია, თუ როგორ ამოდის ღრუბლების ზღვაში მზე. არანაკლებ სილამაზეა აქ მზის ჩასვლის ყურებაც.

რაც შეეხება გომის მთას, ისიც გურიის, კონკრეტულად ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს.

დენდროლოგიური პარკი

271897717-1911971468974287-4506960069997025561-n-1657780055.jpg

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავი ზღვისპირეთში, არამედ რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას წარმოგვიდგენს. დენდროპარკი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება. დარჩენილ 42 ჰექტარზე კი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა სახეობის ათასწლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.

Black Sea Arena

292964369-616173820239427-8120383651999372508-n-1657780097.jpg

Black Sea Arena საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზი ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმასპინძლა.

30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხვადასხვა ტიპის ღონისძიების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მანათობელი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. თითოეული ეს დეტალი Black Sea Arena-ს შენობას უნიკალურს ხდის, რის გამოც 2020 წელს არქიტექტურულ სივრცეში დიდი აღიარება მოიპოვა და “გერმანული დიზაინის დაჯილდოების” გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში.

ამ და კიდევ სხვა არაერთი მიზეზის გამო, გურია ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსვენებლებისთვის.

თქვენ ყველაზე მეტად რით მოიხიბლეთ?