მებაჟეებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16,53 გრ მარიხუანა აღმოაჩნდა სომხეთის მოქალაქე ა.მ.-ს, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სადახლო საავტომობილო" გუშინ შემოვიდა. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება მგზავრის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის რუსთავის განყოფილებას გადაეცა.

იმავე დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე უ.მ., რომელსაც ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, კერძოდ: PREGABALIN - 57 აბი, BACLOFEN - 193 აბი და GABAPENTIN - 93 აბი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს გადაეცა.