ყველაზე ძვირადღირებული პურები -  რომელ ქვეყნებშია ისინი ხელმისაწვდომი

ექსკლუზიური მცხობელები, რომლებსაც შეზღუდული რაოდენობითა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება სურს, თავიანთ კომერციულ საიდუმლოებებს გულმოდგინედ იცავენ. ამიტომ, ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა ხდის ამა თუ იმ კონკრეტულ ნაწარმს განსაკუთრებულს, რაც მათ ფასზეც აისახება.

ცომეულის ფასი მსოფლიოში იზრდება, განსაკუთრებით ეს პურზე აისახა. კვლევის მიხედვით, დღეს არსებობს პურის 5 ყველაზე ძვირად ღირებული სახეობა. თუმცა მათ გარდა არის პროდუქტის ისეთი სახეობებიც, რომელიც იაფი ნამდვილად არ არის.

xc-vnfjmkdkmdxmdx-1657879166.jpg

ტორტილა

ტორტილას ძირითადი ინგრედიენტი სიმინდის ფქვილია. ეს არის ბრტყელი, თხელი პური და ღირს დაახლოებით $3.

ტორტილები ყველა მექსიკურ სამზარეულოს უნდა ჰქონდეს. იგი გამოიყენება სხვადასხვა სახის ტაკოს დასამზადებლად. მათ დასამზადებლად ასევე გამოიყენება თეთრი, ყვითელი, ლურჯი ან წითელი სიმინდი. აშშ-ში დღეს 450-ზე მეტი ტორტილას მწარმოებელია.

fhtrdxjt6ikroro-1657879183.jpg

ფოკაჩია

იტალიური ბრტყელი პური, რომელსაც ფოკაჩია ჰქვია, ცხვება ღუმელში. მისი ღირებულება 5 დოლარია. მისგან შეიძლება დამზადდეს სენდვიჩები, ლანჩები და ა.შ. ფოკაჩიას ყინავენ კიდეც, მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.

ფოკაჩის ცომი პიცის ცომს ჰგავს. მას სქელი ქერქი აქვს. შესანიშნავი გემოს წყალობით პურს ხშირად მიირთმევენ ზეითუნის ზეთთან, ხახვთან, მოხალულ პომიდორთან ერთად.

fsdhsdjueuj-1657879212.jpg

რუგბროდი

ინგრედიენტებად გამოიყენება ჭვავის ფქვილი და გოგრის, სელის ან მზესუმზირის თესლი. რუგბროდი, რომელსაც მუქი ყავისფერი ტონი და გრძელი, მართკუთხა ფორმა აქვს და $8 ღირს.

დანიური ჭვავის პური გამოიყენება დანიური ღია სენდვიჩების დასამზადებლად და მდიდარი საკვები ნივთიერებებით სავსე საკვებია. მას ასევე აქვს ფანტასტიკური ტექსტურა და აბსოლუტურად წარმოუდგენელი გემო.

jyrdxoklh-1657879230.jpg

მიჩე

ნიუ-იორკში წარმოებულ ყველაზე ძვირად ღირებულ პურს მიჩე ჰქვია. თითო ფუნტი მინიმუმ $20 დაგიჯდებათ.

ამ პურის მომზადება არ შეიძლება მოკლე დროში. ფქვილმა მომზადებამდე უნდა გაიაროს გახანგრძლივებული დუღილის პროცესი. იგი იქმნება ფერმერის მიერ დაფქული ორგანული ფქვილის გამოყენებით. პურს აქვს რთული ტექსტურა და ცოცხალი გემო.

eryh4ruy55ukt-1657879258.jpg

Harrods Roquefort და ნუშის მაწონის პური

პურის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახეობა იყიდება ჰაროდსში, ლონდონის უნივერსალურ მაღაზიაში.

ცნობილი როკფორისა და ნუშის მაწონის პურის ფასი 24,50 დოლარია. იგი შექმნილია საუკეთესო ინგრედიენტებით. პოლ ჰოლივუდმა, რომელმაც გამოიგონა პურის ეს სტილი, მას Rolls-Royce უწოდა.

პური მზადდება მხოლოდ A კლასის ფქვილის გამოყენებით, რომელიც შეძენილია გამოცდილი მეწისქვილისგან, არ აქვს ხელოვნური არომატი ან დანამატები. პურში ასევე გამოიყენება საფრანგეთიდან შემოტანილი საუკეთესო როკფორის ყველი. გაერთიანებული სამეფოს “ოსტატ მცხობელთა ეროვნული ასოციაციის“ თანახმად, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული პურის სახეობაა ბრიტანეთში.

gbdxjitrfgik5rfkortfo-1657879279.jpg

Shepherd Loaf

პურის ღირებულება 25 დოლარია. იგი მზადდება საიდუმლო, 55 წლიანი რეცეპტით, ორგანული სომერსეტის ფქვილის და Cotswolds წყაროს წყლის გამოყენებით.

jhymkrsxykifo6foro-1657879298.jpg

სამეფო ბლუმერი

სამეფო ბლუმერი, რომლის ღირებულება 97,34 დოლარია, ცნობილმა შეფ-მზარეულმა რაიმონდ ბლანის ყოფილმა სტუდენტმა რობერტ დიდიემ გამოიგონა. რობერტმა ცომში 23 კარატიანი საკვები ოქრო ჩადო. პურის ცომის მოსაზელად წყლის ნაცვლად მაწონი და შამპანური გამოიყენება.

fdsgetw7du8dii-1657879321.jpg

ოქროს ფოთლის პური

ოქროს ფოთლის პური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია, რადგან ის 120,73 დოლარი ღირს. ის მართლაც ფანტასტიკურია.

რეცეპტს ესპანური ოჯახი ფლობს, რომლებიც საკუთარ საცხობს “პან პინას“ ამუშავებენ. საცხობი 50 სხვადასხვა სახეობის პურს ამზადებს.

მორენო ამ რეცეპტში იყენებს 250 მგ ოქროს მტვერს, რაც მას უნიკალურს ხდის.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი