ევროპის 10 უმდიდრესი სამეფო ოჯახი - 2022 წლის რეიტინგი

მმართველობის უძველესი ფორმა, მონარქია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც არსებობს. მაგალითად, დღეს ევროპაში თორმეტი სუვერენული მონარქიაა. ამათგან ათი მემკვიდრეობითია, ხოლო ანდორასა და ვატიკანში მმართველობის მონარქიული სისტემა არჩევით ხდება.

დღეს სიმდიდრე მონარქების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად თვისებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II და მონაკოს პრინცი ალბერტი ევროპის ყველაზე ცნობილი მონარქები არიან, ისინი არ არიან ყველაზე მდიდრები.

წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე მდიდარ სამეფო ოჯახის წევრებს:

fsedhywauw-1657881404.jpg

მეფე ფელიპე VI, ესპანეთი - 10 მილიონი დოლარი

ფელიპე 1968 წელს, მეფე ხუან კარლოს I-სა და ბურბონის სახლის დედოფალ სოფიას ოჯახში დაიბადა. სანამ მეფე გახდებოდა, ის იყო ესპანეთის წყალბურთელთა გუნდის წევრი, 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც კი გამოვიდა.

2014 წელს მამამ მას ტახტი გადააბარა. სამეფო ოჯახი ფლობს რვა სამეფო სასახლეს, ხუთ რეზიდენციაც და ათ მონასტერს. დღეს ესპანეთის მეფე 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

edbh4wazujh4ri-1657881420.jpg

მეფე ფილიპე, ბელგია - 20 მილიონი დოლარი

1960 წლის აპრილში დაბადებული ფილიპი ბელგიის მეფე ალბერტ II-ის ვაჟი და ყოფილი ბელგიის გვირგვინი პრინცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის სამოქალაქო სია მოიცავს სამეფო ოჯახის წლიურ ხარჯებს, რომელიც დაახლოებით 14 მილიონ დოლარს შეადგენს. ისინი ასევე ფარავს მეფის და მისი ოჯახის სხვა ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი სიმდიდრის დეტალები საჯარო არ არის, მეფის ქონება 2013 წელს 13 მილიონ დოლარს შეადგენდა.

gtdr45uri94s3wx4u6-1657881441.jpg

მეფე ჰარალდ V, ნორვეგია - 30 მილიონი დოლარი

1937 წლის 21 თებერვალს დაბადებული მეფე ჰარალდ V ტახტზე 1991 წელს, მამამისის, მეფე ოლავ V-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

ნორვეგიის სამეფო ოჯახი როგორც წესი არ იხდის გადასახადებს. ამჟამად ოჯახი ყოველწლიურად 72 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეფე ჰარალდი $30 მილიონს ფლობს.

dswa3yhrju5r4i954es-1657881457.jpg

დედოფალი მარგარეტ II, დანია - 40 მილიონი დოლარი

დანიის დედოფალი მარგარეტ II არის მეფე ფრედერიკ IX-ის ქალიშვილი და დედოფალი 1972 წლიდან. ჰყავს ორი ვაჟი - პრინცი ფრედერიკ და პრინცი იოაკიმე.

სამეფო ოჯახი ხარჯების დასაფარად ყოველწლიურად 12,8 მილიონ დოლარს იღებს. თავად დედოფალი მარგარეტ II 40 მილიონ დოლარს ფლობს.

re53ywuy7r8fikrf-1657881479.jpg

მეფე კარლ XVI გუსტავი, შვედეთი - 70 მილიონი დოლარი

1946 წლის აპრილში დაბადებული მეფე კარლი არის პრინც გუსტაფ ადოლფისა და გოთას პრინცესა სიბილას ვაჟი. იგი ოთხი წლის იყო, როცა საბედისწერო ავიაკატასტროფაში მამა დაკარგა. ტახტზე 1973 წელს, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

გარდა სოლიდენის სასახლისა, შვედეთის სამეფო ოჯახს ასევე აქვს სახლი ბალტიისპირეთში. დღეს მონარქი 70 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

gtfrws6rujrudc-y69i-1657881498.jpg

დედოფალი ბეატრიქსი, ნიდერლანდები - 200 მილიონი დოლარი

დედოფალი ბეატრიქსი ლიპე-ბისტერფელდის პრინცი ბერნჰარდისა და ნიდერლანდების პრინცესა ჯულიანას პირველი შვილია.

დღეს ჰოლანდიის მთავრობა სამეფო სახლს ყოველწლიურად 50 მილიონ დოლარს აძლევს. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალი ბეატრიქსი 200 მილიონ დოლარს ფლობს.

sfewa3y4rhyr4exsij54-1657881516.jpg

დედოფალი ელიზაბეტ II, ინგლისი - 500 მილიონი დოლარი

დედოფალ ელიზაბეტ II-ს წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მონარქია. ის ასევე არის თანამეგობრობის მეთაური და ინგლისის ეკლესიის უმაღლესი გუბერნატორი.

ბრიტანეთის ცნობილ სამეფო ოჯახს აქვს მრავალი აქტივი, მათ შორის ბალმორალის ციხე და სანდრინგჰემის სასახლე. 2017 წლის მონაცემებით მხოლოდ ქონების გაქირავებიდან, დედოფალმა 20 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. დღეს მისი ქონება 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

fgtr-jur854totrfoltor-1657881541.jpg

პრინცი ალბერტ II, მონაკო - 1 მილიარდი დოლარი

მონაკოს სამთავროს სუვერენულ პრინცს ასევე არ სჭირდება წარდგენა, რადგან ის ცნობილია კონტინენტებზე.

პრინცი ალბერტი ასევე ცნობილია, როგორც ფუფუნების მოყვარული და მას არ ერიდება თავისი სიმდიდრის აფიშირება. დღეს ის მონაკოს მიწების 25%-ს ფლობს. აქვს საკუთრებები ამერიკაში.

მთავრობისგან სამეფო ხარჯების დასაფარად იგი ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს იღებს. Forbes-ის მონაცემებით, მონაკოს პრინცი ალბერ II 1 მილიარდ დოლარს ფლობს.

fdrgbes5tuju5iri9o9-1657881559.jpg

ჰერცოგი ანრი, ლუქსემბურგი - 4 მილიარდი დოლარი

1955 წლის 16 აპრილს დაბადებული ჰენრი ალბერტ გაბრიელ ფელიქს მარი გიომ 2000 წელს გახდა ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, როდესაც მამამ ტიტული უარი თქვა. მათი ხარჯების დასაფარად სამეფო ოჯახი ლუქსემბურგის მთავრობისგან 1948 წლიდან ყოველწლიურად 324 851 დოლარს იღებდა. მხოლოდ 2017 წელს ოჯახმა დაახლოებით 12 მილიონი დოლარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ანრის წმინდა ქონება კერძოა, ოჯახი 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

frhewa4st5ujikiiiiiiiii5i-1657881580.jpg

პრინცი ჰანს ადამ II, ლიხტენშტეინი - 5 მილიარდი დოლარი

1945 წელს დაბადებული ჰანს ადამი ტახტზე 1989 წელს ავიდა. სამეფო ოჯახი დღეს ყველაზე მდიდარია ევროპაში, რომელიც ფულს მრავალი ბიზნეს წყაროდან გამოიმუშავებს. მათი ინვესტიცია მოიცავს კერძო ბანკის ფლობას, უძრავი ქონების ფრენჩაიზს და სხვა მრავალ საქმიანობას.

დღეს ოჯახის ქონება 7,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა, პრინცი ჰანს ადამ II რჩება ევროპაში ყველაზე მდიდარ მონარქად.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი