"დღევანდელი და გუშინდელი ვაჭრობების შედეგად, ლარს გამყარების მიმართულება აქვს"

გუშინდელი და დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარს აქვს გამყარების მიმართულება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის მისამართით გამოთქმული კრიტიკის "კასკადი" მით უფრო საკვირველია იმ სიტუაციაში, როცა ლარი დასტაბილურებისკენ მიდის. "დღეს კიდევ უფრო საკვირველია ამ განცხადებების ეს კასკადი, როცა სიტუაცია მიდის დასტაბილურებისკენ და დღევანდელი და გუშინდელი ვაჭრობების შედეგად ლარს აქვს გამყარების მიმართულება", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკისა, ეროვნული ბანკი მთავრობისთვის რჩევის მიცემას მომავალშიც განაგრძობს. "ჩვენ როგორც აქამდე, ჩვენს მოსაზრებებს მომავალშიც აუცილებლად გავანდობთ მთავრობას. ეროვნული ბანკის არის მთავრობის მრჩეველი. სიტუაციის ანალიზის კეთება ჩვენ არასდროს შეგვიწყვიტავს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი არგუმენტები უფრო მკვეთრად იქნება გაანალიზებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.