ზაფხულში საკითხავი საქმიანი ლიტერატურა

ზაფხული დადგა და ტრადიციულად, ამერიკული საინვესტიციო ბანკებისა და საფინანსო სერვისების სამსახურის - JPMorgan Chase-ის მენეჯერები აქვეყნებენ ზაფხულში საკითხავი ლიტერატურის სიას, რომელიც როგორც წესი, საქმიან საკითხავს მოიცავს.

2005 წელს ორმა პროფესორმა, W. Chan Kim-მა და Renée mauborgne- მა დაწერეს წიგნი სახელწოდებით "ლურჯი ოკეანის სტრატეგია", რომელიც ბაზრებს ტერიტორიებად ყოფდა -"ლურჯი ოკეანე" და მტაცებელი კონკურენტებით სავსე "წითელი ოკეანე".

“ლურჯი ოკეანის სტრატეგიისგან“ განსხვავებით „ყვითელი ქვიშის სტრატეგია“ ამტკიცებს, რომ ზოგჯერ საუკეთესო რამ არის სრულიად უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნა და იმედი იმისა, რომ ცუდი არაფერი მოხდება.

საიმონ სინეკის „ლიდერები ბოლოს ჭამენ“ - შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსს აქვს პრაქტიკა, რომ უფროსი ოფიცრები აწვდიან საჭმელს ქვედანაყოფის უმცროს წევრებს. სწორედ ეს ჩვევა დგას ზემოთხსენებული ბესტსელერის სათაურის მიღმა.

ინოვატორის დილემაში“ კლეიტონ კრისტენსენი აღწერს, თუ როგორ ხშირად ვერ ახერხებენ დამკვიდრებული ფირმების ლიდერები ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობას.

რაც უფრო ახლოდან უყურებ, ხვდები, რომ წარუმატებლებსა და მოყვარულებს ბიზნეს გამომცემლები ცუდად ემსახურებიან, ამიტომ ტიმ ფერისის "4-საათიანი სამუშაო კვირის" წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

თუკი რომელიმე მიმართულება დაგაინტერესებთ, The Economist გირჩევთ, პასიური დასვენების პარალელურად სასურველ წიგნს გაეცნოთ.

წყარო: The Economist

ეკა დარჩიაშვილი