5   დარგი, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასებია საქართველოში

2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ხელფასი 2022 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ ტოპ-5 დარგში:

  • განათლება - 895.4 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 916.2 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 933.2 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 034.5 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 045.5 ლარი.
თაია არდოტელი