პრინცესა დიანას რეზიდენცია, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია ცხოვრება

მოდით, ვნახოთ, როგორ სახლებში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა და როგორ მოვხვდეთ ამ სახლებში ექსკურსიით ან თუნდაც ქირით. პრინცესა დიანა დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს, 36 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე მოულოდნელად დასრულდა ავტოკატასტროფის შედეგად. ახლა მას 61 წელი შეუსრულდებოდა. ლედი დი სტილის ნამდვილი დედოფალი გახლდათ, მას სტილის საოცარი შეგრძნების უნარი ჰქონდა არა მარტო ჩაცმულობაში, არამედ ინტერიერშიც. საოცარი გემოვნების პატრონი გახლდათ. სახლებში, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ახლა ექსკურსიები ეწყობა. ზოგიერთი მათგანის დაქირავებაც კი არის შესაძლებელი.

აპარტამენტები კენსინგტონის სასახლეში

diana11-1657961756.jpg

ეს მისი პირველი და მთავარი რეზიდენცია გახლდათ. პრინცესას გარდაცვალებიდან ერთი დღე-ღამეც არ იყო გასული, ეს ადგილი ყვავილების ზღვად რომ იქცა. ეს მისი საყვარელი რეზიდენცია და თავშესაფარი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ამ სასახლეში იგი ქორწილის შემდეგ, პრინც ჩარლზთან ერთად ცხოვრობდა. სახლის დეკორსა და ინტერიერს საკუთარი შტრიხები შეჰმატა.

diana2-1657961801.jpg

კედლები შეღებილია ღია ყვითელ ფერში და დიდი გობელენებით არის გაფორმებული. ავეჯი დაფარულია ოქროსფერი ლაქით. ამ სასახლის მთავარი ღირსება დიდი შავი როიალია, რომელზეც პრინცესა უკრავდა ხოლმე.

მეორე სართული ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საბავშვო სივრცის მთავარი აქცენტი მარწყვებიანი ხალიჩა გახლდათ.

diana5-1657961842.jpg

დღესდღეობით კენსინგტონის სასახლე უინძორების ოჯახის ოფიციალური რეზიდენციაა. სასახლის ნახევარი მუზეუმად არის ქცეული, რომლის დათვალიერებაც ყველა მსურველს შეუძლია.

ვილა კასტილო მალორკაში

diana6-1657961888.jpg

კასტილო მალორკას ცნობილი ვილა კი ესპანეთში მდებარეობს. მას 1400 კვ.მ უკავია. იგი კერძო ნახევარკუნძულის სანაპიროზე მდებარეობს. ვილა შედგება მთავარი და სტუმრების სახლისგან. სახლის პირველ ნაწილში მდებარეობს ე.წ. "პრინცესა დიანას ოთახი". რეზიდენციაში არის შვიდი საძინებელი, საბილიარდე, საუნა, სპორტული დარბაზი, აუზი და დარბაზი ფორტეპიანოთი. პრინცესას სიკვდილის შემდეგ უძრავი ქონების სააგენტომ ეს ვილა 38 მლნ ევროდ გაყიდა. განაგრძეთ კითხვა: