სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.13 - 2.19 ლარად არის შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.13 ლარიდან 2.19 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

სავალუტო ჯიხურების ნაწილი დოლარს 2.16 ლარად ყიდის და 2.15 ლარად შეისყიდის. ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის შეძენა 2.13 ლარადაც არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 1.80 ლარად.

რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურების ნაწილი ევროს 2.40 ლარად, ნაწილი 2.42 ლარად ყიდის, ხოლო ევროს ყიდულობს 2.25, ზოგან 2.35 ლარად. სავალუტო ჯიხურების ნაწილი დოლარს 2.18 ლარად ყიდის და 2.060 ლარად ყიდულობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2494 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ევროს ყიდვა 2.5564 ლარად. სავალუტო ჯიხურების უმეტესობა ვალუტას ბანკის ოფიციალურ კურსზე დაბალი კურსით ყიდის.