მიმდინარე ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით www.moneyman.ge მომხმარებლებს პროდუქტის გაიაფებას პირდება

დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი საზოგადოებაში მოსალოდნელი ფინანსური კრიზისი და ლარის კურსია.

ექსპერტები განიხილავენ, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ფინანასურ შესაძლებლობებზე. ამ პერიოდში ონლაინ სესხებზე განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება და მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ცდილობს ფინანსური საკითხების ამ გზით მოგვარებას. კომპანია MoneyMan-ის დირექტორის, ქეთი დარსაძის თქმით, კომპანიაში ბევრ სიახლეს გეგმავენ, რათა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეცვალონ სამომხმარებლო ტარიფები და მოსახლეობისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და იაფი გახადონ სწრაფი ონლაინ კრედიტით სარგებლობა.

- კომპანიის დაარსებიდან უკვე თითქმის 8 თვე გავიდა და როგორ შეაფასებთ მიმდინარე მდგომარეობას?

- ჩვენ, ბაზარზე შემოსვლის დღიდან, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ, ვისაც ხშირად უწევთ აიღონ ონლაინ სესხი,

საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. დაარსების დღიდან მომხმარებლების რიცხვი მუდმივად იზრდება და მათი უმრავლესობა სისტემატიურად სარგებლობს ჩვენი სერვისით. არიან ისეთებიც, ვისაც, სამწუხაროდ, უყურადღებობის გამო უწევთ საჯარიმო სანქციების მიღება. თუმცა, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია წამახალისებელი ბონუს ქულების დაგროვება და მათი საშუალებით ყოველგვარი საპროცენტო თუ გადავადების საფასურის გადახდა. მონდომებულ ადამიანს ჩვენთან ნამდვილად ყველაზე იაფად შეუძლია სწრაფი სესხებით სარგებლობა.

- სწრაფ ონლაინ-სესხებს კომფორტულობასთან ერთად ძვირადღირებულ პროდუქტად მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით მომხმარებლების უკმაყოფილებასაც ხშირად შევხვედრივარ, რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე?

- სწრაფი ონლაინ-სესხი არ გადის საბანკო პროდუქტების კატეგორიაში და შეცდომა იქნება განსხვავებული პროდუქტების საპროცენტო განაკვეთების შედარება. ონლაინ-სესხი არის მცირე ვადიანი, მომხმარებელი მას მხოლოდ რამდენიმე თვით იღებს და მარტივად აგვარებს მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს, როცა არ გსურთ მეგობრების, თანამშრომლებისა თუ ოჯახის წევრების შეწუხება. მოკლევადიანი, სწრაფი სესხები მოულოდნელად წამოჭრილი ფინანსური საჭიროებებისთვის არის გათვლილი და, რა თქმა უნდა, იგივე პირობებით ვერ ისარგებლებენ მომხმარებლები, როგორც საბანკო სესხების დროს, განსხვავებულია პროცედურაც და სესხის საპროცენტო განაკვეთიც.

- მიმდინარე ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ და MoneyMan თუ გეგმავს რაიმე ცვლილებებს მომსახურებაში?

- მიმდინარე მოვლენებს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს და გასაგები მიზეზების გამო საზოგადოება ძალიან ღელავს, მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ფინანსური ცვლილებები კი განსაკუთრებით ისახება MoneyMan-ის მომხმარებლების კეთილდღობაზე და მათ ფინანსურ სიძლიერეზე. ჩვენი გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს, რომ შევძლოთ პროდუქტში მაქსიმალური ცვლილებების შეტანა და მომხმარებლებისათვის დამატებითი დანაზოგის გაკეთება. ვერ ვიქნებით გულგრილი მათი ფინანსური სტაბილურობის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები გრძელვადიან პერიოდში დასტაბილურდება და ლარიც დაუბრუნდება სასურველ ნიშნულს, მაგრამ სანამ საჭირო იქნება, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენმა მომხმარებლებმა ვერ იგრძნონ მიმდინარე ცვლილებები. MoneyMan მუდმივად მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მოქალაქის ფინანსური მხარდამჭერი იყოს!

(R)