დოლარის ოფიციალური კურსი 2.16 ლარი გახდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 8 პუნქტით გამყარდა და დოლარის ოფიციალური კურსი 2.16 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან, 28 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1654 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.2494 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0840 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან 28 თებერვლიდან 1 ევროს შეძენა 2.4315 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5564 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.1249 ლარი შეადგინა.