”გუგლმა” ახალ დომენში 25 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა

საძიებო სისტემა "გუგლმა" ახალი ინტერნეტ-დომენი .აპპ შეიძინა.

მსოფლიო დომენების მაკონტროლებელი კომპანია ICANN-ის მიერ გამართულ აუქციონზე ექსკლუზიურ დომენში "გუგლმა" 25 001 000 დოლარი გადაიხადა. მან ".აპპ"-ის გარდა, სხვა დომენების, მათ შორის .docs-ის, .android-ის, .free-ის, .fyi-ის, და .foo-ის შეძენაზეც გააკეთა განაცხადი.

კომპანია ICANN ყოველ წელს მართავს აუქციონებს, სადაც ინტერნეტ-დომენები გააქვთ გასაყიდად. ამგვარი აუქციონით შეიძინა "ამაზონმა" .buy, რაშიც მან 5 მილიონი დოლარი გადაიხადა, და .spot, რომელიც 2.2 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა, გუშინ "გუგლის" მიერ ახალ დომენში გადახდილმა თანხამ ICANN-ის მიერ გამართული აუქციონების რეკორდი მოხსნა.