ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება

კომპანია მთავრობასთან და სემეკთან კონსულტაციებს განაგრძობს

ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.როგორც ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა , ეკა სარიამ განუცხადა, კომპანია მთავრობასთან და სემეკთან კონსულტაციებს განაგრძობს. "დაზუსტებულ ინფორმაციას შეგატყობინებთ", - აღნიშნავს სარია.

"ყატრანსგაზ-თბილისი" გეგმავდა, რომ 1-ელი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაეძვირებინა. ამის მიზეზად სახელდებოდა ლარის გაუფსურება, რადგან კომპანია გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ყიდულობდა და ლარში ყიდდა.