Amazon-მა სამედიცინო კომპანია One Medical-ი 3,9 მილიარდად შეიძინა

ამერიკულმა ინტერნეტ-რითეილერმა Amazon.com Inc. ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად შეიძინა სამედიცინო კომპანია One Medical-ი, რომელიც ორიენტირებულია პირველად სამედიცინო-სანიტარულ დახმარებაზე.

One Medical-ი, რომლის მშობელი კომპანიაა 1Life Healthcare Inc., ამერიკის მასშტაბით 182 სამედიცინო ოფისს მართავს. Amazon-ი 18 დოლარს იხდის One Medical-ის თითო აქციაში, ჯამში კი შეთანხმება 3,9 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ამ შეთანხმების შედეგად, Amazon-ი აფართოებს საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში. როგორც ცნობილია, მან 2019 წელს ონლაინ-აფთიაქი PillPack-ი შეიძინა, ხოლო მოგვიანებით საკუთარი თანამშრომლებისთვის პირველადი დახმარების კლინიკა გახსნა.

კოკა კვირკველია