5 ქალაქი საქართველოში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა

საქართველოს მასშტაბით, უძრავი ქონების ტრანზაქციები 2022 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 15 483 ტრანზაქცია დაფიქსირდა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, წლიურად 8%-ით არის გაზრდილი და 1კვ.მ.-ზე საშუალო გასაყიდი ფასი 756 აშშ დოლარს შეადგენს.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ასევე საუბარია, თუ რომელ ქალაქებში გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად. ჩამონათვალს ლიდერობს ზუგდიდი, სადაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 40%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ქალაქების ჩამონათვალი, სადაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასი ყველაზე მტად არის გაზრდილი, ასე გამოიყურება:

  • ზუგდიდი - 40%;
  • ქობულეთი - 32%;
  • ქუთაისი - 20%;
  • ფოთი - 19%;
  • რუსთავი - 9%.
თაია არდოტელი