იპოთეკური სესხები და უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

გასული კვირის დადებითი ტენდენცია ივლისის მეორე კვირაშიც გრძელდება - გაზრდილია ორივე ძირითადი ანალიტიკური მაჩვენებელი, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის 1-14 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და 2021 წელთან შედარებით 11% შეადგინა.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და წლიურად 29%-ს გაუტოლდა.

თაია არდოტელი