რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ აქვთ

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ აქვთ.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, 1-ელ მარტს ძალაში შევიდა შესაბამისი ბრძანება, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გამოსცა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაახლეობით 1 თვის წინ მიიღო.

ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით შეეძლოთ.