Mercedes-Benz მზადაა გერმანიაში გაზის მოხმარება 50%-ით შეამციროს

გერმანული საავტომობილო კონცერნი Mercedes-Benz მზად არის 50%-ით შეამციროს გაზის მოხმარება გერმანიაში. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე Mercedes-Benz აქტიურად ეძებს გადაწყვეტილებას, საბოლოოდ უარი თქვას გაზის მოხმარებაზე ან მნიშვნელოვან შემცირებაზე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მიერ გერმანიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის პოტენციალის 50%-ოთ შემცირებას დღევანდელი დონიდან. გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია აპირებს სრულად გადავიდეს განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე“, - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ შეძლო შეემცირებინა ცისფერი საწვავის მოხმარება 10%-ით.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰებეკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში სერიოზული სიტუაცია იქმნება ენერგომომარაგების კუთხით. ჰებეკის აზრით, გერმანიამ გაზის მოხმარება 15-20%-ით უნდა შეამციროს.

კოკა კვირკველია