ანგოლაში უნიკალური ვარდისფერი ალმასი იპოვეს

აფრიკაში, კერძოდ კი ანგოლაში 170-კარატიანი უნიკალური ვარდისფერი ალმასი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ-აფრიკული რადიო SABC-ი ავსტრალიურ კომპანია Lucapa Diamond Company-ზე დაყდნობით ავრცელებს. აღნიშნული კომპანია ანგოლის სახელმწიფოსთან ერთად ამუშავებს საბადოს ლულო.

„აღნიშნული ალმასი არის ყველაზე დიდი ზომის ვარდისფერი ალმასი, რომელიც მოუპოვებიათ მსოფლიოში ბოლო 300 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ქვას, რომელმაც მიიღო სახელწოდება Lulо Rose, გასაყიდად საერთაშორისო აუქციონზე გაიტანენ.

სპეციალისტების აზრით, დამუშავების შედეგად ეს ალმასი მოცულობის ნახევარს დაკარგავს. შედეგად კი ის გახდება 59,6-კარატიან Pink Star -ის ზომის, რომელიც 2017 წელს 71,2 მლნ დოლარად გაყიდეს. დღეისათვის სწორედ Pink Star ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ ალმასად, რომელიც საჯარო აუქციონებზე ოდესმე გაყიდულა.

კოკა კვირკველია