Airbus 2022 წელს 700 კომერციული თვითმფრინავის მიწოდებას გეგმავს

ავიამწარმოებელი კომპანია Airbus აპირებს, რომ მიმდინარე წელს შემკვეთებს 700 კომერციული დანიშნულების თვითმფრინავი მიაწოდოს. ამის შესახებ საუბარია კომუნიკეში, რომელიც კომპანიის საიტზე გავრცელდა.

როგორც Agence France-Presse წერს, ეს 20 თვითმფრინავით ნაკლებია ადრე ნავარაუდევზე. როგორც ჩანს, კომპანიაში წლის გეგმებს გადახედეს, მაკომპლექტებლების მოწოდებაში არსებული ხარვეზების გამო.

„მიწოდების ჯაჭვში არსებული სიტუაცია გვაიძულებს დავაკორექტიროთ A320-ის ზრდა 2022 და 2023 წლებში. ახლა ჩვენი გეგმაა, თვიურად 65 თვითმფრინავის მიწოდება 2024 წლის დასაწყისამდე“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2022 წლის პირველ ნახევარში Airbus-მა კლიენტებს 297 თვითმფრინავი მიაწოდა. ამდენივე მიაწოდა მან გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც.

კოკა კვირკველია