”ფორბსის” რეიტინგში რუსი მილიარდერების რიცხვი მნვშვნელოვნად შემცირდა

”ფორბსის” რეიტინგში რუსი მილიარდერების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

”ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, ამჯერად ჟურნალის რეიტინგში 88 რუსი მილიარდერი მოხვდა, რაც შარშანდელთან შედარებით 33-ით ნაკლებია.  ყველაზე მდიდარი რუს მილიარდერებს შორის, ჟურნალის ვერსიით, ”ინტერროსის” ხელმძღვანელი ვლადიმერ პოტანინია. ის რეიტინგში მე-60 ადგილზეა, მისი ქონება კი 14,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

68-ე ადგილზე ”ალფა-ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ფრიდმანია 14,7 მილიარდი დოლარით. მესამე კი, უმდიდრეს რუსებს შორის USM Holdings-ს ძირითადი აქციონერი ალიშერ უსმანოვია 14,5 მილიარდით. გამოცემამ ის 71-ე ადგილზე განათავსა.

”ფორბსის” უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის სათავეში კვლავაც ბილ გეითსია. ჟურნალის მონაცემებით, მისი ქონება 79,2 მილიარდი დოლარია.