Apple-ის შემოსავალმა საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა

ამერიკული კორპორაცია Apple Inc-ის შემოსავლები მესამე ფინანსურ კვარტალში ნავარაუდევზე მეტად გაიზარდა, აღნიშნული კი განაპირობა ბრენდის სმარტფონების გაყიდვების ზრდამ. ამასთან, კომპანიის სუფთა მოგება წლიურ გამოხატულებაში შემცირებულია, რომელმაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, გასულ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგებამ 19,4 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის იმავე პერიოდში 21,7 მლრდ დოლარი მოგება ჰქონდა.

რაც შეეეხება შემოსავლებს, ის 2%-ით გაიზარდა 83 მილიარდ დოლარამდე, რითაც ახალი რეკროდი დაამყარა მესამე კვარტლისთვის. ეს მაშინ როცა ექსპერტები ვარაუდობდნენ 82,8 მილიარდი დოლარის შემოსავალს.

კომპანიის შემოსავლებში 40,67 მლრდ მოდის iPhone-ების გაყიდვიდან, Mac კომპიუტერების გაყიდვიდან კი 7,38 მლრდ. iPad-ების გაყიდვებმა კომპანიას 7,22 მლრდ დოლარი მოუტანა, აქსესუარების გაყიდვებმა კი 8,08 მლრდ დოლარი. სერვისის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა კომპანიას დამატებით 19,6 მლრდ დოლარის შემატა.

აღნიშნული ანგარიშის გავრცელების ფონზე, კომპანიის აქციები ხუთშაბათს 3%-ით გაიზარდა და ჯამში Apple-ის კაპიტალიზაციამ 2,54 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

კოკა კვირკველია