Google-მა შესაძლოა მობილური კავშირის ოპერატორი  შექმნას

Google-ის ვიცე-პრეზიდენტი სანდარ პიჩაი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში მობილური კავშირის ოპერატორი გამოჩნდეს, რომელიც ბაზარზე Google-ის ბრენდის სახელით გამოვა.

ამის შესახებ მან ბარსელონაში მსოფლიო მობილურ კონგრესზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კომპანია არ აპირებს თავისი ქსელის შესაქმნელად საბაზო სადგურებისა და მაგისტრალური არხების მშენებლობას. საუბარია ”ვირტუალური ოპერატორის” შექმნაზე (Mobile Virtual Network Operator - MVNO), როდესაც ფიზიკურ ქსელს მიაქირავებს კავშირგაბმულობის ერთ-ერთი არსებული ოპერატორი. სანდარ პიჩაის განცხადებით, Google ახორციელებს ექსპერიმენტს მობილურ ქსელთან დაკავშირებით იმავე მიზეზით, რომლითაც უშვებს Nexus-ის სმარტფონებს თავისივე ბრენდით იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს შესაძლებლობა, ისარგებლონ საკუთარი ეკოსისტემით კონკრეტულად იმ სფეროში, რომელშიც ამას Google ხედავს.

კომპანია არ აპირებს, რომ მასობრივი ქსელი შექმნას და კონკურენცია გაუწიოს მსხვილ ოპერატორებს. ექსპერიმენტის ერთ-ერთი ამოცანაა, გამოიცადოს უმტკივნეულო გადასვლა სააბონენტო მოწყობილობის Wi-Fi-სა და LTE- ის ქსელებს შორის. წარმატების შემთხვევაში, Google გამოცდილებას სხვა ოპერატორებსაც გაუზიარებს.