ივლისში ევროზონაში ინფლაციამ 8,9% შეადგინა

ევროზონაში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდამ ივლისში 8,9% შეადგინა. ეს არის ახალი რეკორდი - ივნისში ევროზონაში ინფლაცია 8,6% იყო. ამის შესახებ მოწმობს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც იწარმოება ინფლაციის აღრიცხვა. თვიურ გამოხატულებაში ზრდამ 0,1% შეადგნა, მაშინ როცა წინა თვეს 0,8% იყო.

ცნობისათვის, ინფლაციური მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს.

მაღალი ინფლაცია განპირობებულია ძიითადად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით, რომელმაც 39,7% შეადგინა ივლისში, მაშინ როცა ივნისში 42%-ით გაიზარდა. კვების პროდუქტებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოზე ზრდამ 9,8%-ი შეადგინა, სამრეწველო საქონელზე 4,5%, მომსახურების სექტორში კი ფასები 3,7%-ით გაიზარდა.

სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით კი ფასები გაზრდილია 3,7%-ით, მაშინ როცა ეკონომისტების მოლოდინი 3,8% იყო.

კოკა კვირკველია