„ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ პოლიტიკამ შესაძლოა, სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნესგარემოში პროგრესი გადაწონოს“ - Fitch Ratings საქართველოზე

საქართველო მეტად ექვემდებარება გეოპოლიტიკურ რისკებს, განსაკუთრებით იმ მოუგვარებელი, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების გათვალისწინებით, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს. ამი შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Fitch წერს, რომ „ხელისუფლება რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციებს ახორციელებს, აკონტროლებს რუსეთის საკუთრებაში არსებული მსხვილი ბანკისა და მინერალური წყლის მსხვილი მწარმოებელი კომპანიის საკუთრების ცვლილებას. ამასთან, ეკონომიკური ურთიერთობები „რჩება აზრიანი,“ თუმცა კონფლიქტისადმი ხელისუფლების ნიუანსირებული მიდგომა, როგორც ჩანს, შიდა მოსახლეობის სეგმენტების მდგომარეობას ამძიმებს.

„პოლიტიკური ჩარჩო ჯანსაღი რჩება: საქართველომ ფისკალური დისციპლინის ძლიერ მაჩვენებელბს ჯერ კიდევ პანდემიამდე მიაღწია, რაც შემოსავლების მართვისა და სახელმწიფო საწარმოების საბიუჯეტო გამჭვირვალობას მოიცავს. ფისკალური პოლიტიკა შემოსავლების მეტად ძლიერი ზრდისა და ვალუტის სიმტკიცის ფონზე თანდათან მკაცრდება და ხელისუფლება აპირებს, დაუბრუნდეს ფისკალური წესების დაცვას, რაც 2023 წლისთვის მშპ-ის 3%-ზე დაბალ დეფიციტს მოითხოვს. არის გარკვეული მცდელობები საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისთვის, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე დიდ ბაზარს ჩინეთი წარმოადგენდა,“ - წერს Fitch.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პოლიტიკა „არის ფხიზლად“ და მან საშუალება მისცა ლარს, ემოქმედა, როგორც „ბუნებრივ ამორტიზატორს“ და არ ჩაერია ვალუტის შესუსტების პროცესში, რომელიც თებერვლის ბოლოდან 11,5%-ით გაიზარდა. სებ-მა გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 11%-მდე გაზარდა.

ამასთან, Fitch ეკონომიკური ზრდის მკვეთრ აღდგენას ტურიზმის რიცხვის სოლიდურ მატებას უკავშირებს, რაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 234.5%-ით გაიზარდა. ასევე, საზოგადოებრივი მოხმარების სატაბილურობის, პოზიტიური სუფთა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შედეგად Fitch მიმდინარე წელს მშპ-ის რეალურ ზრდას 10.9%-ით პროგნოზირებს.

„პოზიტიური ზემოქმედება პირად მოხმარებაზე, ასევე, ექსპორტის სტაბილური მოთხოვნა და ტურიზმის მუდმივი აღდგენა ხელს შეუწყობს ზრდის 5.3%-ზე შენარჩუნებას 2023 წელს, ხოლო 4.7%-ზე 2024 წელს,“ - წერია ანგარიშში.

Fitch-ის შეფასებით, ე.წ. გადახურების გარკვეული რისკი უძრავი ქონების სექტორში შეიმჩნევა, რაც გაყიდვა-გაქირავების ფასების მნიშვნელოვანი ზრდით არის გამოწვეული.

მმართველობის ინდიკატორების მხრივ, საქართველოს მაჩვენებელი, Fitch-ის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია „BB“ რეიტინგის კატეგორიაში, თუმცა ქულები ბოლო წლებში მცირდება. არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული, რაშიც რუსეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა გამყოფი საკითხებია.

„ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ პოლიტიკამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნესგარემოში პროგრესი გადაწონოს,“ - წერს სარეიტონგო კომპანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ