„ქარის მოტანილი“ ფული - მილიონობით ადამიანი ფულის შოვნას ძილით, სეირნობით ან დასვენებით ცდილობს

2022 წელი მსოფლიო კრიპტოინდუსტრიაში ნამდვილი აფეთქება იყო - თამაშები, რომლებიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ფულის გამომუშავებას გულისხმობდა: ფორმატი სახელწოდებით do-to-earn (,გააკეთე, რათა გამოიმუშაო“) მომხმარებლისგან მხოლოდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. ციფრული ფულის სანაცვლოდ, მონაწილეებს სთავაზობენ ისწავლონ, ითამაშონ ვიდეოთამაშები, ისეირნონ და იძინონ კიდეც. მთავარი კი ის არის, რომ ამ ფულის კონვერტირება რეალურ ფულში ხდება. მაგალითად, ფილიპინებზე ათასობით ადამიანმა უკვე უარი თქვა სამსახურზე და მსგავსი ტიპის შემოსავალზე გადავიდა.

თუმცა, ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“ და გვირჩევენ, არ გაგვიტაცოს მსგავსი ტიპის შემოსავალმა.

დრო ფულია

აპლიკაცია, რომელიც სათამაშო ფორმატსა და შემოსავალს მოიცავს, ანალიტიკოსებმა GameFi-ის სახელით უკვე მონათლეს (Game-თამაში და finance - ფინანსები). ბლოკჩეინ თამაშები იყო პირველი ასეთი პროექტებიდან, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა - ბევრმა მათგანმა აიტაცა ტრადიციული ვიდეო თამაშების აუდიტორია. GameFi-ის ეკოსისტემის ვირტუალურ სათამაშო გარემოს აქვს რთული შიდა ეკონომიკა: მისი ინსტრუმენტებია კრიპტოვალუტა, შეუცვლელი ტოკენები (NFT; ბლოკჩეინში ჩაწერილი ვირტუალური ობიექტის ფლობა ინტერნეტში) და თავად ბლოკჩეინის ტექნოლოგია.

ზოგჯერ, ჩვეულებრივ ონლაინ-თამაშებში, ბლოკჩეინ-თამაშებში ახალმა მომხმარებლებმა უნდა იყიდონ ვირტუალური ატრიბუტები - მაგალითად, პერსონაჟი ან იარაღი, მაგრამ მონაწილეობა უფასოა. ამით ფორმატი „ითამაშე, რათა გამოიმუშაო“ განსხვავდება მოდელისგან „გადაიხადე და ითამაშე“ - ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში ფასი უნდა გადაიხადო, რათა თამაშზე წვდომა მიიღო.

2021 წლის აგვისტოში, GameFi-ის ყოველთვიურმა შემოსავალმა 350 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ოქტომბრისთვის ყოველდღიურად აქტიური მოთამაშეები ორ მილიონს მიუახლოვდნენ. თამაშს აქვს ორი შიდა ნიშანი - SLP (Smooth Love Potion) 205,5 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციით და AXS (Axie Infinity) 1,4 მილიარდი დოლარი საერთო ღირებულებით.

2020 წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ, ხალხმა მასობრივად დაკარგა სამსახურები, ეს სფერო კი სულ უფრო პოპულარული გახდა.

სრულყოფილი დასვენება

დეცენტრალიზებული თამაშების წარმატების ფონზე, დაიწყო ბლოკჩეინის პლატფორმების გამოჩენა, რომლებიც შემოსავალს პრიმიტიული ტიპის საქმიანობისთვის გვთავაზობენ - ასეთი პროექტების მთელი მრავალფეროვნება გაერთიანდა სახელწოდებით do-to-earn ("გააკეთე, რათა გამოიმუშავო“).

მაგალითად, კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთი მარკეტინგული ინსტრუმენტი გახდა Learn-to-earn ფორმატი („ისწავლე ფულის გამომუშავება“), რომელიც ახალი ტოკენის შესახებ ინფორმაციის შესწავლისთვის გთავაზობთ ჯილდოს.

პროექტი, Binance Learn მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აძლევს სწავლის საშუალებას, ამიტომ ჯილდოზე წვდომისთვის საჭიროა ანგარიში. ისევე, როგორც Coinbase-ზე, აქაც უნდა უყუროთ ვიდეოს და გაიაროთ ტესტი - შემდეგ საიტი გამოგიგზავნით ვაუჩერს ტოკენებისთვის, რომლებიც უნდა გამოიყენოთ 14 დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ გზით სიმდიდრის გამომუშავება არ გამოდგება, მაგრამ ასეთ პლატფორმებზე სწავლასა და ფულის გამომუშავებას შედარებით ცოტა დრო სჭირდება.

sleepfi-1659360205.png

აპლიკაცია, SleeFi, გვპირდება ფულს ძილის სანაცვლოდ. შემოსავლის დასაწყებად, კლიენტმა უნდა შეიძინოს NFT საწოლიდან ერთ-ერთი. თითოეული ტიპის საწოლი განკუთვნილია ძილის გარკვეული ხანგრძლივობისთვის და მომხმარებელმა უნდა აირჩიოს შესაბამისი. ძილის წინ აპლიკაცია მოგთხოვთ ჩართოთ ტაიმერი და გაღვიძებისთანავე დაასრულოთ ათვლა. რაც უფრო ახლოს არის თქვენი ძილის ხანგრძლივობა დადგენილ დროს, მით მეტ ჟეტონს მიიღებთ. მაგალითად, თუ იყიდეთ გრძელი საწოლი და დაიძინეთ 00:00 საათზე, მაშინ უნდა დააყენოთ მაღვიძარა 6:30-9:00, რომ მოხვდეთ მითითებულ დიაპაზონში. შემოსავალი ერიცხება პროექტის საკუთრებაში არსებულ მონეტებში: SLFT (SleeFi Token).

იმოძრავე, რათა გამოიმუშაო

Stepn - უპირობო ლიდერია, რომლის პრინციპია move-to-earn — „იმოძრავე, რათა გამოიმუშაო“. მომხმარებლები ფულს სირბილის ან სიარულის სანაცვლოდ იღებენ. მხოლოდ საჭიროა NFT-ბოტასის შეძენა. სულ ოთხი ტიპის დავალებაა შესასრულებელი: Walker – 1-დან 6 კმ/სთ სიჩქარით სიარული, Jogger – 4-10 კმ/სთ, Runner – 8-20 კმ/სთ და Trainer - ამ უკანასკნელი ტიპის შეძენის შემთხვევაში ფული გემატებათ სიარულისა და სირბილის ნებისმიერი სიჩქარის შემთხვევაში.

owl-pic-620-6a419ce024ccd30a3d988cb0a6c246e9-1659360124.png

Techcrunch-ის ცნობით, პროექტის თანადამფუძნებლის ჯერი ჰუანგის თქმით, მაისში აპლიკაციამ გამოიმუშავა 3-დან 5 მილიონ აშშ დოლარამდე წმინდა საკომისიო შემოსავალი დღეში, ჯამური შემოსავალი კი 100 მილიონ დოლარამდე. 12 მაისს, Forbes-ის ინფორმაციით, იმ დროს სტეპს 2,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. პროექტმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში.

დასასრულის დასაწყისი

თუმცა, 21 ივლისის მდგომარეობით, GMT მაქსიმალური დონიდან თითქმის ოთხჯერ დაეცა (0,97 დოლარამდე), ხოლო GST - 150-ჯერ. Stepn-ის ყველაზე იაფი სპორტული ფეხსაცმელი NFT ბაზარზე ახლა დაახლოებით 40 დოლარი ღირს.

ამის მერე, დეველოპერებმა ბაზრისთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგეს და ახალი ბლოკჩეინზე იგივე ტოკენი გამოსცეს, მაგრამ გაცილებით მაღალი ფასით, ვიდრე ადრე.

ანალიტიკოსების გასაკვირად, მომხმარებლებმა დაიწყეს NFT სპორტული ფეხსაცმლის ყიდვა ახალ ქსელში. სოლანას ძველ ქსელში ტოკენის ღირებულებამ იკლო.

ამის შემდეგ, Stepn-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს გაემეორებინათ წინა წარმატება ახალ ქსელზე გადასვლით - ამჯერად Ethereum-ზე. პროექტის რეფორმის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ, სპორტული ფეხსაცმელების მინიმალური ფასი 30-40 პროცენტით დაეცა. მაისის ბოლოს GMT-ის ღირებულება 1 დოლარამდე დაეცა GST და NFT სნიკერების ღირებულების მკვეთრი ვარდნის გამო. მას შემდეგ ამ დონეზე რჩება, თუმცა პერიოდულად განიცდის მცირე რყევებს.

detail-54e614bb5d53548599ca2ef8cd317831-1659360225.jpeg

ორი თვის წინ Reddit-ის თემატურ ფორუმზე დაიწყო დიდი დისკუსია იმის თაობაზე, არის თუ არა სტეპი ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა, სადაც ახლის შემოდინების გამო ძველ მოთამაშეებს ანაზღაურებენ. პროექტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ დეველოპერებმა პლატფორმაში შეიტანეს „ძლიერი ტოკენომიკა“, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფილია პროექტის მონეტების ღირებულების სტაბილურობა.

ექსპერტები ამ შეფასებას არ ეთანხმებიან. InDeFi Smart Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის სერგეი მენდელეევის თქმით, სტეპს არ აქვს რეალური ეკონომიკა და ცხოვრობს ახალი მომხმარებლების ფულით, რომლებიც ყიდულობენ ვირტუალურ ობიექტებს ათასობით დოლარად იმ იმედით, რომ რამდენიმე თვეში თავის ფულს დაიბრუნებენ. ისინი, ვინც Stepn-ის სპორტული ფეხსაცმელი ბოლო დღეებში იყიდა, დიდი ალბათობით, ვერასოდეს დაიბრუნებენ ფულს.

ეკა დარჩიაშვილი