"ყაზტრანსგაზ-თბილისი": იურიდიულ პირებს ბუნებრივი გაზი არ გაუძვირდებათ

იურიდიულ პირებს ბუნებრივი გაზის საფასური არ გაუძვირდებათ, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, იურიდიული პირებისთვის ძალაში რჩება ტარიფი, რომელიც 1-ელ მარტამდე მოქმედებდა. "შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (იურიდიული პირები) მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება და ძალაში რჩება 2015 წლის 1 მარტამდე მოქმედი ტარიფი. კომპანია აგრძელებს კონსულტაციებს. შედეგები გეცნობებათ დამატებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.