გერმანიაში პირველი დარეზერვებული ნახშირის ელექტრო-სადგური ამოქმედდა

გერმანიაში არასაკმაირისი ბუნებრივი აირის ფონზე ადრე გათიშული ნახშირის ელექტროსადგური ამოქმედდა, რომელიც მანამდე რეზერვში იყო გადატანილი. ამის შესახებ სააგენტო DPA წერს.

ელექტროსადგური ჰანოვერის მახლობლად მდებარეობს და მას მართავს ჩეხური კონცერნი EPH.

14 ივლისს გერმანიის ფედერალურმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა გერმანიის მასშტაბით ნახშირის ელექტროსადგურების მუშაობის აღდგენას, რომლებიც გათიშული იყო ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტარტეგიის ფარგლებში.

როგორც ცნობილია, გერმანია რუსეთიდან ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენიდან 20%-ით ნაკლებ ბუნებრივ აირს იღებს, ტურბინის გაჩერების გამო. 25 ივლისს „გაზპორმმა“ გამოაცხადა, რომ „იძულებულია“ სარემონტო სამუშაოების გამო შეამციროს ბუნებრივი აირის გერმანიისთვის მიწოდება. შედეგად კი მუშა მდგომარეობაში დატოვა მხოლოდ 1 ტურბინა.

კოკა კვირკველია