როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები სხვადასხვა ქვეყნებში

არაერთმა კვლევამ და დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში, მკვეთრად იზრდება უძრავი ქონების, როგორც ბაზარი, ასევე ფასები. გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ინდუსტირების სხვადასხვა ქვეყნის ბაზრები, ხშირ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულია, უძრავი ქონების ბაზრის საერთო სურათის დანახვისთვის, საინტერესო იქნება ვიცოდეთ, როგორია სიტუაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ამისთვის, ss.ge-ის მიერ მოძიებულ და გაანალიზებულ იქნა, ფინანსური ჩართულობის ბრიტანული კომპანია Dot Zinc Limited-ის [www.money.co.uk] იპოთეკური სესხის ექსპერტების მიერ, 30 ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის შესწავლის შედეგები. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ უძრავი ქონების ფასების დინამიკა, ბოლო 10 წლის მანძილზე. კვლევის შედეგად დადგენილი მონაცემები დამუშავედა SS.ge-ის ანალიტიკოსების მიერ, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა, ასევე, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით არსებული კონკრეტული ქვეყნის რისკის პრემიის კოეფიციენტი. შედეგი ნამდვილად გასაოცარი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონება, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინვესტირებისთვის.

fff-1659424694.png

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2010 წლიდან - დღემდე, ფიქსირდება უძრავი ქონების ფასების გაორმაგებული და ზოგ შემთხვევაში გასამმაგებული ზრდა.

ტოპ 10 ქვეყანა, სადაც უძრავი ქონების ფასი 1 კვ/მ-ზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასე გამოიყურება:

untitled-1659424907.png

რაც შეეხება ფასების შემცირებას, მხოლოდ ოთხ ევროპულ ქვეყანაში დაეცა უძრავი ქონების ფასები და ეს ქვეყნებია - ნორვეგია, ჩეხეთი, ბელგია და საბერძნეთი.

ggg-1659425010.png

ყველაზე დიდი ზრდა ისრაელშია, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის 350%-ით გაიზარდა. ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი უძრავი ქონება თელავივში, სადაც საშუალო სეგმენტის საცხოვრებელი სახლის ღირებულება 440 000 ევროდან იწყება. იერუსალიმში, ტიპური საცხოვრებელი - 335 000 ევროდან ღირს, ხოლო ყველაზე იაფი ბინების შეძენა ხაიფაშია შესაძლებელი, სადაც ოროთახიანი ბინის ფასი, დაახლოებით 55 000 - 60 000 ევროს შეადგენს.

ddd-1659425876.jpg

ისრაელში უძრავი ქონების ფასების ზრდა, მაღალ მოთხოვნას და იპოთეკურ სესხებზე, მარტივ ხელმისაწვდომობას უკავშირდება. საქართველოსთან შედარებით, დაბალია იპოთეკის საპროცენტო განაკვეთიც, რომელიც 2%-დან 4%-მდე მერყეობს, დაინტერესებული პირის შემოსავლებისა და ეროვნების მიხედვით. გარდა ამისა, მცირეა უძრავი ქონების მიწოდება, რაც ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ მაღალ მოთხოვნას და მნიშვნელოვნად ზრდის, ბაზარზე არსებული უძრავი ქონების ღირებულებას.

უძრავი ქონების ფასების ზრდის მხრივ, მეორე ადგილზეა შვეიცარია. ციურიხის ცენტრში 1 კვ/მ ბინის საშუალო ღირებულება 15 500 ევროა. ხოლო, პოპულარულ სათხილამურო კურორტებზე ფასები კიდევ უფრო მაღალია, კერძოდ გსტაადში კვადრატული მეტრის ღირებულებამ შესაძლოა 45 000 ევრომდეც კი მიაღწიოს. შვეიცარიაში, უძრავი ქონების ფასების ზრდა ქვეყნის მცხოვრებლებისა და უცხოელი ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გამო ფიქსირდება. ამასთან, უძრავი ქონების შეძენაზე, უცხოელი მყიდველებისთვის მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, რაც სახელმწიფო რეგულაციებით წესრიგდება. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შვეიცარიაში არ შეუძლია ფლობდეს 200 კვ/მ-ზე დიდ ობიექტს.

sss-1659425946.jpg

ქვეყნის სტაბილური ეკონომიკის წყალობით ფიქსირდება უძრავი ქონების ფასების ზრდა გერმანიაში. სადაც, საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულების მაჩვენებელი პანდემიის დროსაც კი იზრდებოდა და 2020 წელს 11.42%-ს შეადგენდა. ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება მიუნხენშია, სადაც საშუალო ფასი 1 კვ/მ-ზე, საშუალოდ 8930 ევროს შეადგენს, ბერლინში - 5500 ევრო, ხოლო ლაიფციგსა და დრეზდენში დაახლოებით 3600 ევრო.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, 1-ოთახიანი ზომის სახლის საშუალო ღირებულება 305 000 ევროა (დაახლოებით 355 000 აშშ დოლარი). ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი სახლები კალიფორნიაშია, კერძოდ - სან ხოსეში, სან ფრანცისკოში და სან დიეგოში. ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აშშ-ში სახლების გაყიდვის რეკორდული დროც კი ფიქსირდება - საცხოვრებელი ობიექტი, გასაყიდად გატანის მომენტიდან, ერთ თვეში იყიდება.

ssssss-1659426021.jpg

ისრაელის მსგავსად, უნგრეთსა და სლოვაკეთში, უძრავი ქონებაზე მაღალი მოთხოვნა, განპირობებულია იპოთეკურ სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 1,5%-დან 2%-მდე მერყეობს. რაც შეეხება პორტუგალიას, ქვეყანა, შვეიცარიისგან განსხვავებით იზიდავს უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელს სახელმწიფო რეგულაციებით დაწესებული შეღავათებიც უწყობს. მხოლოდ ლისაბონში, უძრავი ქონების უცხოელი შემსყიდველების წილი თითქმის 40%-ია. ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნებია ასევე, იაპონია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რაც ბუნებრივია წლიდან-წლამდე იწვევს ფასების სტაბილურ მატებას.

ავტორი: ლაშა ცაგარეიშვილი