Bloomberg-მა ყველაზე მეტად „გაღარიბებული“ რუსი მილიარდერების რეიტინგი შეადგინა

2022 წლის დასაწყისიდან დღემდე რუსი მილიარდერების ქონება 60,25 მლრდ დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს და თან იმ რუსი მილიარდერების ახალ რეიტინგს აქვეყნებს, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი დაკარგეს.

ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა „სევერსტალის“ მფლობელი ალექსეი მროდაშოვი, რომლის ქონებაც წელს 8,2 მლრდ დოლარითაა შემცირებული, 20,6 მლრდ დოლარამდე.

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით “ნოვატეკის“ მფლობელმა ლეონიდ მიხელსონმა მხოლოდ წელს 5,73 მლრდ დოლარის ქონება დაკარგა და ახლა 26,7 მლრდ-ს ფლობს, ასევე 5,5 მლრდ დოლარი დაკარგა НЛМК-ს დირექტორმა ვლადიმერ ლისინმა, ახლა მისი ქონება 22,5 მლრდ დოლარია. ამავე სიაშია „მეტალოინვესტის“ მფლობელი ალიშერ უსმანოვი, რომლის ქონებაც 894 მლნ დოლარით შემცირდა და ახლა 20,4 მლრდ-ია. „ლუკოილის“ ექს-პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა კი 3,92 მლრდ დოლარი დაკარგა და ახლა 17,8 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.

ცნობისთვის, Bloomberg Billionaires Index-ი მუდმივად განახლებადი რეიტინგია, რომელიც ამ ტიპის აღრიცხვას 2012 წლიდან აწარმოებს და ითვლის პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ქონებას.

კოკა კვირკველია