აშშ-ში ბენზინის ფასი ზედიზედ 7 კვირაა მცირდება

აშშ-ში ბენზინიგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი უკვე 7 კვირაა მცირდება. ამ დროისთვის ფასი 4,16 დოლარამდე დაკლებული ერთ გალონზე (3,78 ლიტრი). აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ამერიკის საავტომობილო ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო რეკორდი ბენზინის მაღალ ფასზე 14 ივნისს დაფიქსირდა, როცა Regular ხარისხის საწვავის ფასმა გალონზე 5,02 დოლარი შეადგინა. მას შემდეგ კი ფასი მუდმივ კლებაშია უკვე 7 კვირაა. მიუხედავად ამისა, ბენზინის მაინც 1 დოლარით ძვირია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

როგორც ცნობილია, შტატებში ბენზინის ფასი დიფერენცირებულია და როგორც ყოველთვის ყველაზე ძვირი ის კალიფორნიაში ღირს, სადაც დღეისათვის მისი ღირებულება საშუალოდ 5,5 დოლარია გალონზე.

ცნობისთვის, ოთხშაბათს ამერიკის ენერგეტიკის სამინსიტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ნავთობის მარაგები კვირის განმავლობაში 4,4 მლნ ბარელით შეივსო და 29 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 426,553 მილიონ ბარელს. ამ ფონზე კი ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასი კლებაში წავიდა ბარელზე და 92,51 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ბრიტანულ Brent-ს, ისიც შემცირდა1,99 დოლარით (1,98%) - 98,55 დოლარამდე.

კოკა კვირკველია