კომპანია "იფქლის" თეთრი და რუხი "ბატონი" პური 10 თეთრით გაძვირდა

კომპანია "იფქლის" თეთრი და რუხი "ბატონი" პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირდა.

ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს. რაც შეეხება კომპანია "იფქლის" საკონდიტრო ნაწარმს, მასზე ფასი გაზრდილი არ არის. "ჩვენს საკონდიტრო ნაწარმზე ფასი არ მატულობს. რაც შეეხება პურეულს, აქაც ვინარჩუნებთ ჩვეულ ფასს პროდუქტების უმეტესობაზე. მაგალითად, არ იცვლება ჭვავის პურის ფასი. მხოლოდ პურეულის რამდენიმე სახეობა - თეთრი და რუხი "ბატონი" იცვლის ფასს. მიზეზი ისაა, რომ ჩვენ კონკურენტებთან შედარებით ძალიან დაბალ მარჟაზე ვმუშაობდით. ასევე, ითამაშა როლი ნედლეულის გაძვირებამ, როგორებიცაა, ფქვილი, მარილი და საფუარი. კომპანია ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე, რადგანაც "იფქლის" პროდუქტებზე ფასი მატების მიუხედავად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საწარმოების პროდუქტებზე ამავე ინდუსტრიაში", - აცხადებენ კომპანიაში.