ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა 313 მლნ ლარს აჭარბებს

2022 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 313 737 806 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა.

ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:

  • თიბისი ბანკი – 147 638 717 ლარი
  • საქართველოს ბანკი – 103 786 928 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 18 576 510 ლარი
  • ქართუ ბანკი – 16 316 748 ლარი
  • ბაზის ბანკი – 10 777 009 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

ხალიკ ბანკი საქართველო – 8 414 007 ლარი, სილქ როუდ ბანკი – 256 969 ლარი, კრედო ბანკი – 2 171 163 ლარი, ტერაბანკი – 4 635 228 ლარი, ლიბერთი ბანკი – 177 864 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 184 537 ლარი, პაშა ბანკი საქართველო - 232 301 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 569 825 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტლის მდგომარეობით, ზირაათ ბანკი საქართველოს დასაკუთრებული ქონება არ აქვს.

2022 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური