Mitsubishi Gas Chemical-ი ნახევარგამტარებისთვის საჭირო ქიმიკატების გამოშვებას 3-ჯერ გაზრდის

იაპონური კომპანია Mitsubishi Gas Chemical-ი მომდევნო 10 წლის განმავლობაში აპირებს სამჯერ გაზარდოს შტატებში, ნახევარგამტარებისთვის საჭირო ქიმიკატების გამოშვება. ამის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei წერს.

კომპანიას გეგმაში აქვს 50 მლრდ იენის (372 მლნ დოლარი) ინვესტირება მაღალი ხარისხის წყალბადის პეროქსიდის წარმოებაში, რომელიც აუცილებელია ნახევარგამტარების წარმოებისთვის.

მანამდე იაპონია და აშშ 2+2 ფორმატის შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებდნენ ნახევარგამტარების წარმოების გაზრდისთვის. როგორც ცნობილია, მაღალიწარმადობის ნახევარგამტარების მიწოდების ნახევრი ტაივანზე მოდის, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გეოპოლიტკურმა დაძაბულობამ კუნძულის ირგვლივ შესაძლოა, ამ მნიშვნელოვანი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მიწოდება შეაფერხოს.

Mitsubishi Gas Chemical-ზე კი თავის მხრივ, მოდის წყალბადის პეროქსიდის მსოფლიო მიწოდების ნახევარზე მეტი.

კოკა კვირკველია