ეროვნული ბანკი 2022 წლის აგვისტოს"თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის აგვისტოს"თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.

მათივე ცნობით, გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.