#მაქსთერმმა და Fondital-მა, გათბობის ქვაბისა და რადიატორების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანიამ საქართველოში პირველი ერთობლივი კონფერენციების სერია ჩაატარეს

იტალიურმა, გათბობის სისტემების მწარმოებელმა კომპანია Fondital-მა საქართველოში, წელს 22-26 ივლისს, პირველად ჩაატარა კონფერენციების სერია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. Fondital-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ კომპანია მაქსთერმი, რომელმაც ორგანიზება გაუწია ამ შეხვედრების სერიას.

მოგეხსენებათ ნელ-ნელა გვიახლოვდება ზამთრის სეზონი და შესაბამისად, უფროდაუფრო აქტუალური ხდება გათბობის საკითხებიც. როგორ უნდა შევარჩიოთ გათბობის ქვაბი? რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევის დროს, როგორ უნდა განხორციელდეს სწორად მისი მონტაჟი? რა სიხშირით უნდა განხორციელდეს გათბობის ქვაბის სერვისი? როგორ შევარჩიოთ გათბობის რადიატორი? რა განსხვავებაა დეკორატიულ რადიატორებსა და სექციურ რადიატორებს შორის? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რადიატორის შერჩევის დროს და როგორ გადავამოწმოთ, რეალურია თუ არა ის ინფორმაცია, რომელსაც შესყიდვის დროს ვისმენთ? სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნებოდა კონფერენციები, რომლებსაც Fondital-ისა და მაქსთერმის კომერციული და ტექნიკური დირექტორები უძღვებოდნენ.

image00313-1659680164.jpeg

კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ დიზაინ-არქიტექტორები, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და მაქსთერმის პარტნიორი მონტაჟისა და სერვისის თანამშრომლები.

დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები, განეხილათ კონკრეტული ქეისები და მიეღოთ რეკომენდაციები სამომავლო საქმიანობისთვის. კონფერენციის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

image00269-1659680182.jpeg

მაქსთერმი Fondital-თან ერთად გეგმავს, რომ აღნიშნული კონფერენციები ყოველწლიურად ჩაატაროს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სფეროს განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას კონკრეტული მიმართულებით. გარდა ამისა, ყოველწლიურ შეხვედრაზე გათამაშდება პრიზები და დაჯილდოვდებიან წარმატებული ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც წლის მანძილზე თავს გამოიჩენენ სხვადასხვა მიმართულებით. Fondital მაქსთერმთან ერთად, არა ერთ სასიამოვნო სიახლეს გვპირდება, ამიტომ თვალი ადევნეთ მათ ოფიციალურ facebook და Instagram გვერდებს.

(R)