„გაზპრომი“ ევროპისთვის შეწყვეტილ გაზის მოცულობას წვავს

„გაზპრომი“ რუსეთ-ფინეთის საზღვართან, „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურის სიახლოვეს რამდენიმე კვირაა, გაზს წვავს. ამის შესახებ ფინური სამაუწყებლო კომპანია Yle თვითმხილველებზე და NASA-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

NASA-ს ხანძრის მონიტორინგის სისტემის სატელიტური სურათების მიხედვით, 17 ივნისიდან ყოველდღე „პორტოვაიაზე,“ სადაც Nord Stream-ის ტურბინები არის დამონტაჟებული, ცეცხლის ალი ჩნდება. საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე სხვა ცეცხლის კერები არ დაფიქსირებულა.

თვითმხილველმა, არი ლაინემ ცეცხლის ალი 24 ივლისს, კუნძულ ლანსკერის მონახულების დროს შენიშნა. მისი თქმით, ხეების ზემოთ აალებული ცეცხლის მიმართულება საკომპრესორო სადგურისკენ მიანიშნებდა.

აალება სამი დღის შემდეგ დაიწყო, რაც Nord Stream-ის გაზსადენზე საწვავის ნაკადი 40%-მდე შემცირდა, ხოლო 11-დან 21 ივლისამდე, ე.წ. ტექნიკური მომსახურების პერიოდში, რუსეთმა Nord Stream-ის გავლით გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვეტა.

ამჟამად „გაზპრომი“ ევროპას Nord Stream-ით დაგეგმილი სიმძლავრის მხოლოდ 20%-ს აწვდის. კომპანიამ მიწოდების მოცულობა „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურზე კიდევ ერთი გაზის ტურბინის ძრავის შეკეთების გამო 27 ივლისიდან შეამცირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ