ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარები მოეწყო ქვაფენილით. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.

როგორც ფოთის მერიაში განმარტავენ, წმინდა ნინოს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „პალადა“ აწარმოებდა და მისი ჯამური ღირებულება 533 847 ლარს შეადგენს.