მსოფლიოში სამგზავრო ავიგადაზიდვები 75%-ით გაიზარდა

მსოფლიოში სამგზავრო ავიაგადაზიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის ივნისში ზრდამ 76,2% შეადგინა. ამის შესახებ საუაბრია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ანგარიშში.

ამავდროულად, 229,5%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო სამოგზაურო გადაზიდვები.

როგორც ანგარიშში წერია, აღნიშნულს ხელი შეუწყო აზია-წყნარი ოკეანის უმეტეს ქვეყნებში ფრენებზე შეზღუდვების მოხსნამ. ამასთან, 5,3%-ით გაიზარდა შიდა გადაყვანები.

IATA-მ 14 ივლისს გაავრცელა კომერციული სატვირთო გადაზდვების ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2022 წლის მაისში ის 10%-ით აღემატებოდა 2019 წლის მაისის გადაზიდვებს.

კოკა კვირკველია