ბოლნისის სოფლების -  რატევანის, იწრიასა და ტანძიას წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის  „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო

ბოლნისის სოფლების - რატევანის, იწრიასა და ტანძიას წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო.

ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს სათავე ნაგებობამდე გზის გაყვანითი და მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება მაგისტრალური მილის რეაბილიტაცია, ახალი რეზერვუარების მშენებლობა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

„სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულში დასრულდება, შედეგად სამივე სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

გარდა ამისა, გამოცხადებულია ტენდერი - ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და სოფლების: ბალიჭის, ქვეშის, ძეძვნარიანის წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.